ჩვენ შესახებ

კომუნიკაციების კომისიის მიერ 2018 წელს დაარსებული მედიააკადემიის მთავარი ამოცანა ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა. მედიააკადემია სამი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს. ეს მიმართულებებია მედიასკოლა, მედიაკრიტიკა და მედიალაბი.

მედიასკოლა ატარებს სხვადასხვა ხანგრძლივობისა და შინაარსის კურსებსა და სემინარებს მედიამენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის. მედიაკრიტიკის მიმართულების ამოცანაა ქართულ მედიაბაზარზე არსებული პროდუქციის ანალიზი და კრიტიკული შეფასება, რაც, ერთი მხრივ, ობიექტური სურათის შექმნაში ეხმარება თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს, ხოლო მეორე მხრივ, ერთგვარი გზამკვლევია მომხმარებელთათვის. აკადემიის მესამე კომპონენტია მედიალაბორატორია, რომელიც ხელს უწყობს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერასა და დაფინანსებას.

დაარსებისთანავე მედიააკადემიამ შეიმუშავა საკუთარი მედიაპლატფორმა, ანუ სარედაქციო კოდექსი, რომელსაც ეფუძნება როგორც სასწავლო-აკადემიური პროცესი, ისე მედიაკრიტიკის მიმართულების განვითარება.

გამჭვირვალობის სტანდარტი

 

ა(ა)იპ მედიააკადემია 2018 წელს დააარსა კომუნიკაციების კომისიამ, რომელიც მას თავისი ბიუჯეტიდან აფინანსებს.

ჩვენი დაფინანსება საჯაროა. გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების პრინციპების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივცეთ საშუალება, გაეცნოს ინფორმაციას მედიააკადემიის საქმიანობისა და ფინანსების შესახებ, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას მიეკუთვნება.

მართალია, ა(ა)იპ მედიააკადემია არც ორგანიზაციულ-სამართლებრივი, არც ფუნქციური გაგებით არ არის ადმინისტრაციული ორგანო ან საჯარო დაწესებულება, და არ ფინანსდება არც სახელმწიფო და არც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების სახსრებით, აკადემია ყოველწლიურად აქვეყნებს თავისი საქმიანობის ფინანსურ ანგარიშს.

იხ. დაფინანსება წლების მიხედვით: